"კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)- ის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ეკოსკოლა სალიბაურის 300 მონაწილეს ჩაუტარდა ტრენინგი ნარჩენების მდგრად მართვასა და კომპოსტირების შესახებ. მოსწავლეები ტრენერის დახმარებით ამუშავებდნენ ქაღალდს და მიიღეს ინფორმაცია ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ნარჩენების შემცირების პროცესის დანერგვის შესახებ. მათ გაიგეს როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში კომპოსტის დამზადება და ის, თუ რა სარგებელი აქვს კომპოსტს და ზოგადად ბიოლოგიური ნარჩენების სწორედ გადამუშავებას.  

#აკომპოსტე

12-09-2019

 

 

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას კომპოსტირების სარგებელის და ბიოლოგიური ნარჩენების სწორედ გადამუშავების შესახებ. 

პროექტის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრა და ჩატარდა ტრენინგი ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

 

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ორგანული ნარჩენის წყაროში დახარისხების პროცესის დანერგვასა და ნარჩენების მდგრად მართვას მოსახლეობის დონეზე.

 

5-07-2019

პროექტი მიზნად ისახავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ნარჩენების შემცირების პროცესის დანერგვას, ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას კომპოსტირების სარგებელის და ბიოლოგიური ნარჩენების სწორედ გადამუშავების შესახებ.  ის ხელს შეუწყობს ორგანული ნარჩენის წყაროში დახარისხების პროცესის დანერგვასა და ნარჩენების მდგრად მართვას მოსახლეობის დონეზე. 

 

3-07-2019

ვემზადებით საზაფხულო ეკოსკოლისთვის!

"დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" პროგრამის ფარგლებში, "საზაფხულო  ეკოსკოლა" ჩატარდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში. მასგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, "კავშირი მდგრადი განვითარებისთვის - ეკოხედვა - Ecovision " -თან თანამშრომლობით.  

24-06-2019

2019 წლის 31 მაისს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა პროექტი - "თამაში ბოტანიკურ ბაღში", თბილისის ბოტანიკური ბაღის, არასამთავრობო ორგანიზაცია - "ეკოხედვა - EcoVision"-ის ხელშეწყობითა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების "(GIZ) მხარდაჭერით.

პროექტი 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, თბილისის 52-ე სკოლის ინიციატივით, რომელსაც თავის მხრივ, თანამშრომლობას უწევს "საზღვარგარეთ გერმანული ენის სწავლების ცენტრი". პროექტის ფარგლებში გაერთიანებულია 10 გერმანულ ენოვანი სკოლა. 

31-05-2019

22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღეა !

წელს საკმაოდ ბევრი ღონისძიება ჩატარდა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო (UN) დღესთან დაკავშირებით, თუმცა ბუნების დღეების საწყისი ღონისძიება თბილისში გაიმართა 17 მაისს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში. 

17-05-2019