"კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)- ის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ეკოსკოლა სალიბაურის 300 მონაწილეს ჩაუტარდა ტრენინგი ნარჩენების მდგრად მართვასა და კომპოსტირების შესახებ. მოსწავლეები ტრენერის დახმარებით ამუშავებდნენ ქაღალდს და მიიღეს ინფორმაცია ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ნარჩენების შემცირების პროცესის დანერგვის შესახებ. მათ გაიგეს როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში კომპოსტის დამზადება და ის, თუ რა სარგებელი აქვს კომპოსტს და ზოგადად ბიოლოგიური ნარჩენების სწორედ გადამუშავებას.  

#აკომპოსტე

12-09-2019

2017 წლის 1 აგვისტოდან 7 აგვვისტომდე,  თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყო საზაფხულო ეკობანაკი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებითა და "მოქალაქეს" მხარდაჭერით. ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სკოლის მოსწავლემ - გადაცემის "ეკოვიზია" ვიქტორინის, პროექტის "SPAPE" კონკურსის, ორგანიზაციის "მოქალაქე" სამოქალაქო ოლიმპიადისა და კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულმა ბავშვებმა.

 

ეკობანაკის პროგრამაში ინტეგრირებულია როგორც საგანმანათლებლო, თემატური ტრენინგები და კვლევითი სამუშაოები, ასევე მრავალი სპორტული ღონისძიება, შემეცნებითი თამაში და სათავგადასავლო მოგზაურობა. ასევე ბანაკის პროგრამა უზრუნველყოფს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას მოზარდებში. 1 სრულო დღის განმავლობაში ეკობანაკელები იყვნენ ცხენ-ტურზე და მათ 10 კილომეტრზე მეტი, ცხენებით იჯირითეს. მარშუტი გახლდათ სოფელ ზემო ომალოდან ორეთის ტბამდე.

 

1-08-2017

2015 წლის 21 ივნისიდან 12 ივლისამდე, კოლხეთისა და ბორჯომ-ხარაგულის დაცულ ტერიტორიებზე, მოეწყო საზაფხულო ეკობანაკები „ეკოხედვა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision“ ორგანიზებითა და „მოქალაქეს“ მხარდაჭერით. ბანაკებში მონაწილეობა მიიღო 250-მდე სკოლის მოსწავლემ - გადაცემის „ეკოვიზია“ ვიქტორინის, პროექტის „SPARE” კონკურსის, ორგანიზაციის „მოქალაქე“ სამოქალაქო ოლიმპიადისა და კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებულმა ბავშვებმა. 

30-07-2015

2014 წლის 5-10 ივლისს, ურეკში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის SPARE (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, მოეწყო ეკობანაკი სკოლის მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო SPARE-ს ქსელში ჩართულმა სხვადასხვა საჯარო სკოლის 20-მა მოსწავლემ. ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგები სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე. 

25-07-2014

2013 წლის ივნისში, ურეკში, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის SPARE (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, მოეწყო ეკობანაკი სკოლის მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო SPARE-ს ქსელში ჩართულმა სხვადასხვა საჯარო სკოლის 30-მა მოსწავლემ. ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგები სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე.  

30-07-2013

2014 წლის 1-7 ივნისს, კეჩხობში (წაღვერი) არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტის SPARE (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში, მოეწყო ეკობანაკი სკოლის მოსწავლეებისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო SPARE-ს ქსელში ჩართულმა თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 30-მა მოსწავლემ. ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ტრენინგები სხვადასხვა გარემოსდაცვით თემაზე, მათ შორის: ენერგიის, წყლის, ბიომრავალფეროვნების შესახებ.

7-06-2012