"კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)- ის ფინანსური მხარდაჭერით, 11 ოქტრომბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს დარბაზში, გაიმართა "კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" პროექტის პრეზენტაცია.

აღნიშნული პრეზენტაცია ჩაატარა მოწვეულმა ექსპერტმა ნინო სულხანიშვილმა.

11-10-2019

"კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)- ის ფინანსური მხარდაჭერით, 3 ოქტრომბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს დარბაზში, გაიმართა "კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის"  პროექტის პრეზენტაცია.

3-10-2019

"კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)- ის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ეკოსკოლა სალიბაურის 300 მონაწილეს ჩაუტარდა ტრენინგი ნარჩენების მდგრად მართვასა და კომპოსტირების შესახებ. მოსწავლეები ტრენერის დახმარებით ამუშავებდნენ ქაღალდს და მიიღეს ინფორმაცია ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ნარჩენების შემცირების პროცესის დანერგვის შესახებ. მათ გაიგეს როგორ შეგვიძლია სახლის პირობებში კომპოსტის დამზადება და ის, თუ რა სარგებელი აქვს კომპოსტს და ზოგადად ბიოლოგიური ნარჩენების სწორედ გადამუშავებას.  

#აკომპოსტე

12-09-2019

ვემზადებით საზაფხულო ეკოსკოლისთვის!

"დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" პროგრამის ფარგლებში, "საზაფხულო  ეკოსკოლა" ჩატარდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში. მასგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, "კავშირი მდგრადი განვითარებისთვის - ეკოხედვა - Ecovision " -თან თანამშრომლობით.  

24-06-2019

2013 წლიდან დღემდე: მონაცემთა GAP ანალიზი პროექტისთვის - ბორჯომის ტყეების მდგრადი მართვა. (დამფინანსებელი: Österreichische Bundesforste (ÖBf))

27-02-2014

2013 წლიდან დღემდე: სუფთა ჰაერი საქართველოსთვის (დამფინანსებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი და USAID)

27-02-2014

2012 წლიდან დღემდე: ყოველთვიური საბავშვო გარემოსდაცვითი გაზეთი ,,POPCorn’’. (თანადამფინანსებელი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო).

27-02-2014

2012 წლიდან დღემდე: ყოველკვირეული საბავშვო გარემოსდაცვითი გადაცემა ,,ეკოვიზია’’ (დამფინანსებლები: ნორვეგიის ბუნების დაცვის საზოგადოება/დედამიწის მეგობრები - ნორვეგია, GIZ და  SIDA).

27-02-2014

2010 წლიდან დღემდე:  პროექტი "დავასუფთაოთ საქართველო“ - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში. (დამფინანსებელი SIDA).

27-02-2014

2008 წლიდან დღემდე: სუფთა ენერგიის პროექტები საქართველოში (დამფინანსებელი: ნორვეგიის ბუნების დაცვის საზოგადოება/დედამიწის მეგობრები - ნორვეგია)

27-02-2014

2002 წლიდან დღემდე:  ენერგოპროექტები საქართველოს რეგიონებში: ენერგოეფექტური მოწყობილობების დანერგვა, ტრენინგები და საპილოტე პროექტები. (დამფინანსებელი: ნორვეგიის ბუნების დაცვის საზოგადოება/დედამიწის მეგობრები - ნორვეგია).

27-02-2014

2002 წლიდან დღემდე: მდგრადი განვითარების კავშირი – “ეკოხედვა/ECOVISION”, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2002 წლიდან საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო სასკოლო პროექტს - SPARE (School Project for Application of Resources and Energy), რომლის მთავარი მიზანია ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სწავლება და დანერგვა სკოლებსა და სკოლების მეშვეობით საზოგადოებაში. 

27-02-2014