არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვისა“ და ლუდი „კორონას“ ორგანიზებით, 16 აგვისტოს,  „ივერიის სანაპიროზე“  გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის პირთა ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მდგრადი მართვისა და მათი ხელმეორედ გამოყენების ხერხების გაცნობის გზით.

ღონისძიების ფარგლებში, „ეკოხედვის“ ტრენერებმა სანაპიროს სტუმრებს პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამუშავების  მასტერკლასები ჩაუტარეს.   მონაწილეებმა ისწავლეს მეორადი ბოთლების ნაწილებისაგან ბრასლეტების, ყელსაბამებისა და „პუფების“ დამზადება.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეების უკუკავშირმა ცხადყო,რომ მათ გაიაზრეს გარემოს დასაცავად ნარჩენების მდგრადი მართვის სასიცოცხლო მნიშვნელობა. 

 

17-09-2020

პროექტის "კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის 21 სკოლაში დაიწყო საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობა, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ სკოლებში კომპოსტერების აწყობას. "კავშირი მდგრადი განვითარებისთვის - ეკოხედვა-Ecovision"-ის თანამშომლები აქტიურად არიან პროექტში ჩართულები და მაქსიმალურად ცდილობენ ყველა მოსწავლესთვის გასაგები გახდეს კომპოსტის მნიშვნელობა და მისი აწყობის მეთოდი.

22-10-2019

"კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)- ის ფინანსური მხარდაჭერით, 11 ოქტრომბერს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს დარბაზში, გაიმართა "კომპოსტირება - მდგრადი მართვისთვის" პროექტის პრეზენტაცია.

აღნიშნული პრეზენტაცია ჩაატარა მოწვეულმა ექსპერტმა ნინო სულხანიშვილმა.

11-10-2019