საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის კამპანია „სუფთა ჰაერისთვის“ ფარგლებში, 5 ივნისს (გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს), გეგმავს სტარტაპ იდეების გამოფენას სუფთა ჰაერის თემაზე. ღონისძიების პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision”.

15-05-2018

22 აპრილს მთელი მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ლიახვის“ წევრებიც შეუერთდნენ. მათ დასუფთავების აქცია მოაწყვეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორია ზამთრის ნარჩენებისგან გაასუფთავეს. 

2-05-2018

2018 წლის თებერვალში, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვას/EcoVision” ახალგაზრდული დეპარტამენტი - „ეკოხედვა ჯუნიორი“. მისი დამფუძნებლები არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები როგორც ორგანიზაციის პროექტებში, ისე სხვა გარემოსდაცვით აქტივობებში. „ეკოხედვა ჯუნიორის“ ყველა წევრი „ეკოხედვას/EcoVision“ ეკობანაკების მონაწილეა. 

 

22-02-2018

2018 წლის 15 თებერვალს, "ეკოხედვას/EcoVision" ორგანიზებით, პროექტის "SPARE" ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი "ევროპული სკოლის" მოსწავლეთათვის. მასში მონაწილეობა მიიღო 15-მდე მოსწავლემ. 

15-02-2018

2017 წლის 26 დეკემბერს, თბილისის 58-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი 183-ე საჯარო სკოლა) ეკოვიქტორინა ჩატარდა. ეკოვიქტორინა სკოლის ეკოკლუბის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით გაიმართა. 

26-12-2017

11 ნოემბერს, ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში, რიყის პარკში, ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” მიერ, საერთაშორისო სასკოლო პროექტის “SPARE” ფარგლებში. ფესტივალის პარტნიორია კომპანია ინტეკი - ინოვაციური ტექნიკის მაღაზია. ენერგოეფექტურობის ფესტივალი უკვე მეორე წელია იმართება „ეკოხედვას/EcoVision” მიერ.

 

11-11-2017